logo
ENG



კრემლის კრიტიკოსი რუსი ფოტოჟურნალისტი ვასილი კრესტიანინოვი საქართველოში არ შემოუშვეს

04 სექ 202217:04
3 წუთის საკითხავი
 

კრემლის კრიტიკოსი რუსი ფოტოჟურნალისტი ვასილი კრესტიანინოვი საქართველოში არ შემოუშვეს.

ფოტოჟურნალისტი ფორმულასთან საუბრისას შემთხვევას მის საქმიანობას უკავშირებს და ამბობს, რომ საქართველოში შემოსვლაზე უარი მან მეორედ მიიღო.

"რთულია ვარაუდი, რის გამო არ შემომიშვეს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობასთან არის კავშირში, თან უკვე მეორედ მითხრას უარი საქართველოში შემოსვლაზე. ამ ყველაფერს კი ჩემს საქმიანობას ვუკავშირებ და განვიხილავ, როგორც პოლიტიკურ თვალთვალს ჩემთან მიმართებაში.

საქართველოში 11-თვიანი ცხოვრების დროს ვაორგანიზებდი და ვიღებდი მონაწილეობას აქციებში, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ იყო, თუმცა მე არ ვერეოდი არასდროს ქართულ პოლიტიკაში. როცა აქციებს ვაწყობდით, სამართალდამცველები მოდიოდნენ და დოკუმენტებს გვთხოვდნენ, ფოტოებს უღებდნენ, როგორც ჩანს ამ დროის განმავლობაში ნელ-ნელა ინფორმაციას აგროვებდნენ ჩვენზე, რაღაც მომენტში კი აღარ შემოგვიშვეს", - განაცხადა მან.

ბოლო პერიოდში საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა რუსეთის პოლიტიკის არაერთ მოწინააღმდეგეს, მათ შორის ჟურნალისტებს, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსა და ბლოგერებს.


close დახურვა