შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს 1982 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი კაცი, რომელიც მოქალაქეს სხვისი ვალის გადახდას აიძულებდა.
უწყების ცნობით, ბრალდებულმა თავისი ახლობლის დიდი ოდენობით ვალის გადახდა მოსთხოვა მოქალაქე ვ.ჩ.-ს, მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მას სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენებით დაემუქრა. დაზარალებულმა მოთხოვნილი თანხის ნაწილი ბრალდებულს გადასცა.
ბრალდებული, ვალის სრულად გადაუხდელობის მოტივით, ტელეფონით რამდენჯერმე დაუკავშირდა დაზარალებულს და ძალადობის გამოყენების მუქარით, დარჩენილი თანხის გადახდა მოსთხოვა.
"პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში განახორციელა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, ასევე, კომპლექსური საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებები, რის შედეგადაც დადასტურდა ბრალდებულის მიერ ვ.ჩ-ის მიმართ ჩადენილი უკანონო ქმედებები. სამართალდამცველებმა კაცი, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დაზარალებულის მიერ დარჩენილი თანხის გადაცემის შემდეგ, ბრალდებულის სახით დააკავეს", - ამბობენ შსს-ში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გამოძალვას გულისხმობს. დანაშაული 4 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
აუდიოჩანაწერი, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს: