ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო [IAEA] უკრაინული ბირთვული უსაფრთხოების ვითარების შესახებ, მათ შორის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მისიიდან მიღებულ დასკვნას ასაჯაროებს.
IAEA ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ უსაფრთხოების ზონის დაუყოვნებლივ შექმნას ითხოვს.
სააგენტოს ანგარიშში ნათქვამია, რომ რეკომენდაციას უწევენ სამხედრო აღჭურვილობის გაყვანას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი ზონებიდან.
ამასთან, IAEA რეკომენდაციას იძლევა, შეჩერდეს სადგურის მიმდებარე ტერიტორიის დაბომბვა, რათა თავიდან იქნას აცილებული ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის შემდგომი დაზიანება.
ანგარიშში ნათქვამია, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს თანამშრომლებმა უშუალოდ ნახეს დაბომბვის შედეგად მიყენებული ზიანი.
დასკვნაში ვკითხულობთ, რომ ზაპოროჟიეს დაბომბვას " ჯერ არ გამოუწვევია ბირთვული საგანგებო მდგომარეობა, ის კვლავ წარმოადგენს მუდმივ საფრთხეს ბირთვული უსაფრთხოებისთვის უსაფრთხოების კრიტიკულ ფუნქციებზე პოტენციური ზემოქმედებით, რამაც შეიძლება, გამოიწვიოს უსაფრთხოებისთვის დიდი მნიშვნელობის რადიოლოგიური შედეგები".
უკრაინაში, ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს [IAEA] ექსპერტთა ჯგუფი 29 აგვისტოს გაემგზავრა.
რუს სამხედროებს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, ბოლო კვირებია, აქტიური იერიში მიაქვთ. გრძელდება სროლები და დაბომბვა.
პარალელურად კი რუსეთი დეზინფორმაციას ავრცელებს და უკრაინულ მხარეს ბრალს სდებს, რომ ისინი დასავლეთის მიერ მიწოდებულ იარაღს სწორედ ზაპოროჟიეს ბირთვულ სადგურზე თავდასხმისთვის იყენებენ.
რუსეთმა ზაპოროჟიეს ატომური სადგური რუსეთში შეჭრის საწყის ეტაპზე დაიკავა.