logo
ENG



შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც მეზობლად მცხოვრებ არასრულწლოვან გოგოზე სექსუალურად იძალადა

08 სექ 202219:15
3 წუთის საკითხავი
 
შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც მეზობლად მცხოვრებ არასრულწლოვან გოგოზე სექსუალურად იძალადა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს კაცი, რომელმაც მეზობლად მცხოვრებ არასრულწლოვან გოგოზე სექსუალურად იძალადა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-137-ე მუხლის მე-4 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ სქესობრივ დანაშაულს გულისხმობს. დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

შემთხვევა გორში მოხდა. 60 წელს გადაცილებულმა კაცმა 12 წლის გოგო გაიტაცა და მასზე სექსუალურად იძალადა. სექსუალურ ძალადობაში მხილებულ პირს გოგოს მეზობლები ფიზიკურად გაუსწორდნენ, ოჯახმა კი პოლიცია გამოიძახა, თუმცა მან გაქცევა შეძლო.


close დახურვა