logo
ENG



გენშტაბის თქმით, უკრაინულმა ძალებმა 3 დღეში ხარკივის მიმართულებით 50 კმ-ით წინ წაიწიეს

09 სექ 202211:18
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინულმა ძალებმა 3 დღეში ხარკივის მიმართულებით 50 კმ-ით წინ წაიწიეს. ამასთან, გენშტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინული ძალები წარმატებულ კონტრშეტევას ახორციელებენ.

"ოსტატური და კოორდინირებული მოქმედებების წყალობით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერით, 3 დღეში თითქმის 50 კმ-ით დაწინაურდნენ.

ოკუპანტები ცდილობენ დაჭრილი პერსონალისა და დაზიანებული სამხედრო ტექნიკის ევაკუაციას ოლხოვატკასა და ბოროდოიარსკოეს დასახლებების რაიონებში. სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული საოკუპაციო ჯარების პერსონალი დეზერტირობას მიმართავს და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ცდილობს დაბრუნდეს. დღის განმავლობაში 15-ზე მეტი ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა," - განაცხადა გენერალურმა შტაბმა.

გენშტაბის ინფორმაციით, მტრის ზოგიერთმა ქვედანაყოფმა მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადა.


close დახურვა