ნინო ბურჯანაძის პარტია გაერთიანებული დემოკრატების ყოფილი წევრი, და პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული ფონდის დირექტორი დიმიტრი ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ TBC ბანკმა სანქციები დაადო.
ლორთქიფანიძემ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა, რომ ბანკმა ანგარიშები დაუხურა.
„TBC ბანკმა სანქცია დამადო და ანგარიშები დამიხურა! დაიწყო საბანკო ტერორი!!!“ - წერს ლორთქიფანიძე.
ამავე ფეისბუქ პოსტის კომენტარებში მან ასევე გამოაქვეყნა ანგარიშების დახურვის შესახებ TBC ბანკის განმარტება.
TBC აცხადებს, რომ ანგარიშების დახურვა ბანკის შიდა პოლიტიკის გათვალისწინებით გადაწყვიტეს.
ბანკის თქმით, მათ კანონმედლობით ქვთ უფლება ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უარი თქვან ანგარიშის გახსნაზე ან მომსახურების გაწევაზე.
„ანგარიშების დახურვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში: „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე პრიმა მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკს უფლება აქვს, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უარი განაცხადოს ანგარიშის გახსნაზე ან მომსახურების გაწევაზე“ - აცხადებს TBC.
მითების დეტექტორის ცნობით, პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოების ცენტრი 2013 წელს რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით დაფუძნებული გორჩაკოვის ფონდისა და ქართული საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის მიერ არის შექმნილი. ცენტრი რუსული ენის კურსებს და სხვა ღონისძიებებს აფინანსებს. 2018 წლის მარტიდან პრიმაკოვის ცენტრის დირექტორი დიმიტრი ლორთქიფანიძეა.