logo
ENG



"ლელო" მთავრობის რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირებზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

12 სექ 202211:33
3 წუთის საკითხავი
 

ლელო საქართველოს ხელისუფლების რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირების შესახებ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. 

განცხადება დღეს, 12 სექტემბერს პარტიის წევრმა, სალომე სამადაშვილმა გააკეთა. 

საქმე ტვ პირველის ეთერში 10 სექტემბერს გასულ სიუჟეტს ეხება, რომლის მიხედვითაც, ვახტანგ გომელაურმა სუს-უფროსობის დროს რუსული ФСБ-ს მაღალჩინოსნები საქართველოში ჩამოიყვანა და საკუთარ რესტორანში აქეიფა. ისინი ერთმანეთს შეხვდნენ რუსეთის ტერიტორიაზეც. 

სოსო გოგაშვილის მიერ ტვ პირველისთვის მიცემული წერილობითი კომენტარის თანახმად, შეხვედრების საუბრის თემა და მიზანი არალეგალური და კონტრაბანდული ტვირთებისთვის უსაფრთხო დერეფნების გამოყოფა და რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება იყო. 

სალომე სამადაშვილის თქმით, ეს შესაძლოა იყოს ვახტანგ გომელაურის მხრიდან როგორც საქართველოს კანონმდებლობის, ისე საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევა. 

"ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, დღესვე დავიწყოთ კონსულტაციები სხვა ოპოზიციურ პარტიებთან პარლამენტში, რომ სასწრაფოდ შევქმნათ დროებითი საგამოძიებო კომისია. კომისიის ამოცანა იქნება სწორედ სიმართლის დადგენა და შესაბამისად რეაგირება". - ამბობს სამადაშვილი. 


close დახურვა