logo
ENG



მდინარაძე: ფული, რომლითაც NGO-ები ფინანსდებიან, ტექნიკური მთავრობის კამპანიის დასაგეგმადაა

12 სექ 202214:38
3 წუთის საკითხავი
 
მდინარაძე: ფული, რომლითაც NGO-ები ფინანსდებიან, ტექნიკური მთავრობის კამპანიის დასაგეგმადაა
ვახო ქარელი/ფორმულა

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ "საქართველოში არსებობს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებსაც აქვთ გაცილებით მეტი დაფინანსება, ვიდრე პოლიტიკური პარტიების უდიდეს ნაწილს".

მდინარაძის თქმით, "ფული, რომლითაც ფინანსდებიან არასამთავრობო ორგანიზაციები, მიემართება სახელმწიფოს, ხელისუფლების წინააღმდეგ, მათ შორის "ტექნიკური მთავრობის" მოთხოვნის კამპანიის დასაგეგმად".

"საქართველოში არსებობს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ყველაზე მდიდარი, რომლებსაც აქვთ გაცილებით მეტი დაფინანსება, ვიდრე პარტიების უდიდეს ნაწილს და ეს ყველაფერი საით არის მიმართული ნახეთ: როდესაც ნაცმოძრაობას და მათ ლობისტებს არ გამოუვიდათ 2020 წლის ფეიკი გაყალბების შესახებ და აღმოჩნდა, რომ გაყალბებული PVT იყო. როდესაც თავისი მედიასაშუალებების ჟურნალისტებს აკადრეს ის, რომ ქუჩაში გამოიყვანეს და ეს პროექტიც ჩავარდა, ბოლოს ეს მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაციების ის ყველაზე უფრო მდიდარი ნაწილი გამოვიდა ქუჩაში, ეს პროექტი ჩავარდა და ჩვენ შეგვიძლია ფაქტებზე დაყრდნობით დავასკვნათ, რომ ის ფული, რამდენიმე მილიონზე და ათეულ მილიონზეა საუბარი, რომლითაც ფინანსდებიან ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, მიემართება სახელმწიფოს წინააღმდეგ, ხელისუფლების წინააღმდეგ, ტექნიკური მთავრობის მოთხოვნის კამპანიის დასაგეგმად და ა.შ. აქედან გამომდინარე, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რაში იხარჯება ეს თანხები, რა მიზნობრიობით იხარჯება, საიდან ფინანსდებიან და ა.შ, რადგან ამას გამჭვირვალობისთვის, იმისთვის, რომ საზოგადოება მიხდეს კიდევ უფრო ზუსტად, რაში რა იხარჯება და როგორ არის ამ ფულის უდიდესი ნაწილი საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული, ამის შესახებ მგონია საზოგადოებას უფლება აქვს, იცოდეს", - ამბობს მდინარაძე.


close დახურვა