logo
ENG



უკრაინა: რუსეთი სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებას გვთავაზობდა 

14 სექ 202217:28
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/14/cp8yfi71d8er6h6.png

უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ოლგა სტეფანიშინამ განაცხადა, რომ ბოლო დღეებში რუსეთი დაჟინებით სთავაზობდა კიევს სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებას.

"იყო რუსეთის ოფიციალური პირების სხვადასხვა ჯგუფის საჯარო და არასაჯარო მცდელობები. უკრაინა არასოდეს ჩამოშორებია მოლაპარაკებებს. მაგრამ იმ დანაშაულების სიმძიმის გათვალისწინებით, რომლებიც რუსეთმა ჩაიდინა ჩვენს მიწაზე და აგრძელებს ყოველთვიურად, ახლა მოლაპარაკებების ბერკეტი ძალიან განსხვავდება იმისგან რაც იყო თებერვალში." - თქვა სტეფანიშინამ ტელეკომპანია France-240თან ინტერვიუში. 

ოლგა სტეფანიშინას მიაჩნია, რომ რუსეთი უკრაინას მოლაპარაკებებს უკრაინის ჯარების წინსვლის შესაჩერებლად სთავაზობს. გასულ კვირას უკრაინის არმიამ დაიწყო კონტრშეტევა და გაათავისუფლა ათობით დასახლებული პუნქტი ხარკივის რეგიონში, მათ შორის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი იზიუმი და ბალაქლეია.

"ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას ამ სცენარში. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად შევძლებთ ჩვენი სამხედრო და დიპლომატიური დღის წესრიგის განხორციელებას და მზად ვიქნებით მოლაპარაკებებისთვის, როცა უკრაინისთვის შესაფერისი მომენტი იქნება."- თქვა სტეფანიშინამ

მისი აზრით, არსებული ვითარება უნდა იქნას გამოყენებული უკრაინის ტერიტორიების დეოკუპაციისთვის.

"და მაშინ ჩვენ მზად ვიქნებით მოლაპარაკებებისთვის, რომელიც დაფუძნებული იქნება არა რუსულ ულტიმატუმებზე, არამედ იმაზე, რაც არა მხოლოდ დაასრულებს ომს, არამედ რუსეთს რეზერვების აღდგენის შემდეგ ხელს შეუშლის შემდგომი ომის განვითარებას ჩვენს მიწაზე.​"- განაცხადა სტეფანიშინამ.

სამშვიდობო მოლაპარაკებების თემას რამდენიმე დღის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვიც შეეხო.

"ჩვენ უარს არ ვამბობთ მოლაპარაკებებზე, მაგრამ ვინც უარს ამბობს, უნდა გააცნობიეროს, რომ რაც უფრო მეტხანს გააჭიანურებს ამ პროცესს, მით უფრო გაუჭირდებათ ჩვენთან მოლაპარაკება."- თქვა ლავროვმა. 


close დახურვა