6 სექტემბრის შემდეგ უკრაინულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში ტერიტორიის 8500 კვადრატული კილომეტრი, 388 დასახლებული პუნქტი და 150 ათასი ადამიანი გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი ავრცელებს.
"ციფრები მუდმივად ზუსტდება, რადგან პროცესი დინამიკაშია. გარდა ამისა, გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ჯერ კიდევ საჭიროა უსაფრთხოებისა და სტაბილიზაციის დამატებითი ღონისძიებების გატარება, რათა იქ უსაფრთხოდ ცხოვრება შესაძლებელი იყოს", - განაცხადა მან.
მანამდე უკრაინის ხელისუფლება აცხადებდა, რომ კონტროლქვეშ დაიბრუნეს ტერიტორიის 6000 კვადრატული კილომეტრი.