logo
ENG



ზელენსკის თქმით, იზიუმის სამარხში სამოქალაქო პირების, მათ შორის ბავშვების ცხედრები აღმოაჩინეს

16 სექ 202219:59
3 წუთის საკითხავი
clock 694
2022/09/16/eoxgzberr8ifjle.jpg

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ იზიუმის მასობრივ სამარხში აღმოჩენილ ცხედრებს წამების კვალი ეტყობათ. მისივე თქმით, სამარხში აღმოაჩინეს ბავშვების ცხედრებიც.

"იზიუმის მასობრივ სამარხში 400-ზე ცხედარია აღმოჩენილი. წამების ნიშნებით, სარაკეტო დარტყმების დროს დაღუპულები, ბავშვები, შეიარაღებული ძალების სამხედროები.

რუსეთის მხოლოდ სიკვდილსა და ტანჯვას ტოვებს. მკვლელები, ჯალათები, რომელთაც წართმეული აქვთ ყველანაირი ადამიანობა. ვერ გაიქცევით და ვერ დაიმალებით. შურისძიება საშინლად სამართლიანი იქნება. ყოველი უკრაინელისთვის, ყოველი ტანჯული სულისთვის", - წერს ზელენსკი ტელეგრამზე.

მან ადგილიდან რამდენიმე ფოტოც გაავრცელა.

ხარკივის რეგიონის პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელის სერგეი ბოლვინოვის თქმით, გათავისუფლებულ იზიუმში მასობრივი სასაფლაო იპოვეს, სადაც 440 ადამიანია დაკრძალული. 

ზოგ სამარხზე ხის ჯვარია აღმართული, რომელზეც რიცხვებია დატანილი. ზოგიერთ მათგანზე დაღუპულის ვინაობა და სავარაუდოდ, დაღუპვის თარიღიცაა აღნიშნული. საფლავების ნაწილთან ყვავილები აწყვია.

ბოლვინოვის ცნობით, დაღუპულები ცალ-ცალკე არიან დაკრძალულნი. მისი თქმით, ნაწილი დახვრიტეს, ნაწილი კი საარტილერიო ცეცხლსა და საჰაერო თავდასხმებს ემსხვერპლა.

ხარკივის პოლიციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ცხედრების დიდი ნაწილი იდენტიფიცირებული არაა, ამიტომ ყველა ცხედრის ექსჰუმაცია მოხდება და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ჩატარდება, რითაც სიკვდილის მიზეზი დადგინდება. 


close დახურვა