logo
ENG



ბაიდენი: ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში რუსეთი კიდევ უფრო გარიყული გახდება

17 სექ 202212:51
3 წუთის საკითხავი
clock 855
ბაიდენი: ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში რუსეთი კიდევ უფრო გარიყული გახდება

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა CBS-სთან ინტერვიუში რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა. 

ჟურნალისტმა სკოტ პელიმ ბაიდენს ჰკითხა, რას ეტყოდა ვლადიმერ პუტინს, თუ ის უკრაინაში მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებაზე დაფიქრდებოდა. 

"არა, არა, არა. თქვენ შეცვლით ომის მიმდინარეობას და აქცევთ ისეთ რამედ, რაც არ ყოფილა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ". 

დამაზუსტებელ კითხვაზე იმის შესახებ, თუ რა შედეგები მოჰყვება აშშ-ის მხრიდან რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენებას, პრეზიდენტმა უპასუხა: 

"ზუსტად რომ ვიცოდე, როგორი იქნება შედეგები, გგონიათ, გეტყოდით? რა თქმა უნდა, არ გეტყვით. მაგრამ ამას შედეგები მოჰყვება. რუსეთი იმაზე მეტად გარიყული გახდება მსოფლიოში, ვიდრე ოდესმე. ის, რას გააკეთებენ ისინი, განსაზღვრავს მათ ქმედებაზე რეაგირებას". 


close დახურვა