logo
ENG



ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად გაემგზავრა

18 სექ 202213:03
3 წუთის საკითხავი
clock 516

პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად გაემგზავრა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ღარიბაშვილი, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის გახსნის ცერემონიას დაესწრება და გენერალური დებატების მონაწილეებს მიმართავს.

ადმინისტრაციის ცნობით, ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ მინისტრი ორმხრივ, მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან.


close დახურვა