რა საფრთხის წინაშე დგას ისტორიული მეჩეთები აჭარაში? დღეს საქართველოს ამ ძირძველ ტერიტორიაზე არსებულ მეჩეთებში აჭარელი და ლაზი ოსტატების მიერ შესრულებული ორნამენტები და ხეზე კვეთის უნიკალური ნიმუშებია შემორჩენილი. თუმცა, თუ საზოგადოება და სახელმწიფო არ ჩამოყალიბდება, რა ადგილი უკავია ქართულ მუსლიმურ მემკვიდრეობას საქართველოში, მაშინ ეს ყოველივე ხვალ შეიძლება გაქრეს. ისტორიული ხის მეჩეთების დიდი ნაწილი სტატუსის, შესაბამისად, დაცვის გარეშეა დარჩენილი. თუმცა, იმ მეჩეთების მდგომარეობაც სავალალოა, რომელთაც ძეგლის სტატუსი გააჩნიათ.
ლოცვის უფლება - დროება
18 სექ 202221:25
3 წუთის საკითხავი