logo
ENG



Energoatom: დამპყრობლებმა სამხრეთ უკრაინის ატომურ ელექტროსადგურს დაარტყეს

19 სექ 202211:49
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/19/bfetj211y9dxqoh.jpg

რუსმა დამპყრობლებმა  სამხრეთ უკრაინის ატომურ ელექტროსადგურზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, რაკეტა ატომური რეაქტორებიდან 300 მეტრის დაშორებით ჩამოვარდა.

გარდა ამისა, დაიხურა ოლექსანდრივკას ჰიდროელექტროსადგურის ერთ-ერთი ერთეული, რომელიც სამხრეთ უკრაინის ელექტროსადგურის ნაწილია. ანალოგიურად, სამი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი გაითიშა.

"ამჟამად სამხრეთ უკრაინის ატომური ელექტროსადგურის სამივე ენერგობლოკი ნორმალურად მუშაობს. საბედნიეროდ, სადგურზე თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია."- აცხადებს Energoatom-ი.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, "რუსეთი საფრთხეს უქმნის მთელ მსოფლიოს. სანამ გვიანი არ არის, ჩვენ უნდა შევაჩეროთ ის."


close დახურვა