logo
ENG



კულება: არც ყალბი რეფერენდუმები და არც ჰიბრიდული მობილიზაცია არაფერს შეცვლის

20 სექ 202218:04
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/20/q5slu95wb8q47mi.jpg

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, არც ყალბი რეფერენდუმები და არც ჰიბრიდული მობილიზაცია არაფერს შეცვლის.

კულებამ აღნიშნული კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც სეპარატისტებმა ე.წ. რეფერენდუმების ჩატარება გადაწყვიტეს ლუჰანსკის, დონეცკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში.

"არც ყალბი რეფერენდუმები და არც ჰიბრიდული მობილიზაცია არაფერს შეცვლის. რუსეთი, როგორც იყო, რჩება აგრესორ სახელმწიფოდ, რომელიც უკანონოდ იკავებს უკრაინის მიწის ნაწილს. უკრაინას აქვს სრული უფლება გაათავისუფლოს თავისი ტერიტორიები და გააგრძელებს მათ გათავისუფლებას," - თქვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ლუჰანსკის საოკუპაციო ხელისუფლებისა და დონეცკის ე.წ. რესპუბლიკის თვითგამოცხადებული ლიდერის, დენის პუშლინის განცხადებით, დროებით ოკუპირებულ ხერსონსა და დონბასში "რეფერენდუმები" 23-დან 27 სექტემბრამდე გაიმართება.

21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში შეჭრამდე, ხელი მოაწერა ბრძანებებს დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ. აღნიშნული ორი სეპარატისტული სუბიექტი საერთაშორისო საზოგადოების მიერ არ არის აღიარებული.


close დახურვა