აშშ-ის ელჩმა კიევში შეაფასა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადება, როგორც წარუმატებლობის ნიშანი და პირობა დადო, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის წინააღმდეგობის მხარდაჭერას რუსული აგრესიის მიმართ.
"მოჩვენებითი რეფერენდუმი და მობილიზაცია სისუსტის, რუსეთის წარუმატებლობის ნიშნებია." - წერს ელჩი, ბრიჯიტ ა. ბრინკი Twitter-ზე.
"აშშ არასოდეს აღიარებს რუსეთის პრეტენზიას ვითომდა ანექსირებულ უკრაინის ტერიტორიაზე და ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის გვერდით დგომას მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება."- თქვა ბრინკმა.
Sham referenda and mobilization are signs of weakness, of Russian failure. The United States will never recognize Russia's claim to purportedly annexed Ukrainian territory, and we will continue to stand with Ukraine for as long as it takes.