
ხარკივის ოლქის ქალაქ იზიუმში მასობრივი სამარხიდან ცხედრების ექსჰუმაცია დასრულდა. ოლქის გუბერნატორი ოლეგ სინეგუბოვი ამბობს, რომ ჯამში გადაიყვანეს 436 ცხედარი, მათგან დიდ ნაწილს ძალადობრივი სიკვდილის ნიშნები აქვს, ხოლო 30-ს - წამების.
"დაღუპულთაგან დიდი ნაწილი სამოქალაქო პირია, 21 - სამხედრო. არის ცხედრები კისერზე თოკით, შეკრული ხელებით, მოტეხილობითა და ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული დაზიანებებით. რამდენიმე კაცს მოკვეთილი აქვს გენიტალიები", - თქვა მან.
სინეგუბოვი ამბობს, რომ მასობრივი საფლავი იზიუმში ერთადერთი არაა.
"რაიონში ნაპოვნია სულ მცირე 3 მსგავსი ადგილი, არის სამარხები ხარკივის სხვა ქალაქებშიც. ამჟამად მიმდინარეობს შემოწმება და განაღმვითი სამუშაოები", - თქვა სინეგუბოვს.