logo
ENG



უკრაინამ ირანის ელჩის აკრედიტაცია გააუქმა და ირანის საელჩოში დიპლომატების რაოდენობა შეამცირა

24 სექ 202200:39
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინამ ირანის ელჩის აკრედიტაცია გააუქმა და ირანის საელჩოში დიპლომატების რაოდენობა შეამცირა. საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს რუსეთისთვის ირანული იარაღის მიწოდებაზე პასუხია.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიბარა უკრაინაში ირანის საქმეთა დროებითი რწმუნებული, რომელსაც განუცხადეს, რომ ირანული იარაღის მიწოდება რუსეთისთვის ეწინააღმდეგება ირანის ხელმძღვანელობის საჯარო პოზიციას ნეიტრალიტეტის, უკრაინის სუვერენიტეტისა და მთლიანობის პატივისცემის შესახებ.

"ასეთი არამეგობრული აქტის საპასუხოდ უკრაინულმა მხარემ გადაწყვიტა, უკრაინაში ირანის ელჩს აკრედიტაცია გაუუქმოს, ასევე მნიშვნელოვნად შეამციროს დიპლომატიური პერსონალის რაოდენობა", - აღნიშნულია განცხადებაში.

დღეს უკრაინელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ მათ ჩამოაგდეს ირანული წარმოების რუსული დრონები, რომლებსაც რუსი სამხედროები ოდესაზე თავდასხმისას იყენებდნენ.


close დახურვა