logo
ENG



შოლცის თქმით, უკრაინისთვის ტანკების გადაცემამ, შესაძლოა კონფლიქტი გააფართოვოს

26 სექ 202213:54
3 წუთის საკითხავი
clock 403
2022/09/26/gbrt6xacf0ktknu.jpg

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, გერმანია უკრაინას ტანკებს არ გადასცემს, რადგან შესაძლოა ამან კონფლიქტი გააფართოვოს.

"ეს ძალიან საშიში ომია. ჩვენ უკრაინას მხარს ვუჭერთ. ჩვენ ამას ისე ვაკეთებთ, რომ კონფლიქტი  NATO-სა და რუსეთს შორის ომში არ გადაიზარდოს, რადგან ეს კატასტროფა იქნება," - თქვა გერმანიის კანცლერმა.

შოლცის თქმით, ომის დაწყებიდან დღემდე, გერმანიამ უკრაინასთან დამოკიდებულება შეცვალა, რადგან ბერლინმა კიევს დიდი რაოდენობით ეფექტური იარაღი მიაწოდა. ამასთან, ის ამბობს, რომ გერმანია უკრაინის დასახმარებლად ბევრს აკეთებს.

"ლიდერობა არ ნიშნავს იმას, რასაც ხალხი გთხოვს. ლიდერობა ნიშნავს სწორი გადაწყვეტილებების მიღებას და მის დაცვას. და ეს არის ის, რასაც მე ვაკეთებ. ჩვენ მოკავშირეებთან ერთად ვიღებთ გადაწყვეტილებებს, ინდივიდუალურად კი არასდროს. გონივრულია, რომ არ ენდო მხოლოდ საკუთარ თავს ამ სახიფათო ომში," - განაცხადა შოლცმა.

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, გერმანიამ უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის €700 მილიონი გამოყო. სამხედრო დახმარების პაკეტი თანამედროვე არტილერიასა და საჰაერო თავდაცვის სისტემებს მოიცავს.


close დახურვა