logo
ENG



TV25: ბათუმში გაკვეთილიდან გააგდეს მოსწავლე, რომელმაც რუსეთის დროშა ჩამოხია

29 სექ 202219:37
3 წუთის საკითხავი
clock 2021
2022/09/29/v4tmznm7h9bqmez.png

ბათუმის მე-7 საჯაროს სკოლის გაკვეთილიდან გააგდეს მოსწავლე, რომელმაც კედლიდან რუსეთის დროშა ჩამოხია. ინფორმაციას ადგილობრივი TV25 ავრცელებს.

მათი ცნობით, რუსეთის დროშა სკოლის დერეფანში, სხვა ქვეყნების დროშებთან ერთად იყო განთავსებული. მათივე თქმთ, დირექტორმა მოსწავლის მშობელი დაიბარა, უსაყვედურა, ბავშვს კი გაფრთხილება მისცა.

ტელეკომპანიის ცნობით, სკოლის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ დაწესებულებაში მოსწავლეთა ნაწილი რუსია და ამ მიზეზით აქვთ გამოკრული სხვა ქვეყნების დროშებთან ერთად რუსეთის დროშაც.

ფორმულა განათლების სამინისტროს დაუკავშირდა და მათ კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.


close დახურვა