საქართველოს მთავრობიდან დღეს უკვე სრული დუმილია. მინისტრები, მათ შორის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ბელარუსთან დაკავშირებით არაფერს ამბობენ. მთავარი შეკითხვებია - როგორ გაგრძელდება ორი ქვეყნის ურთიერთობა ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლის შემდეგ და მოსალოდნელია თუ არა მინსკის მიერ საქართველოს სეპარატისტული რეგიონის აღიარება.