logo
ENG



პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების - ზაპოროჟიესა და ხერსონის "დამოუკიდებლობა" აღიარა

30 სექ 202209:48
3 წუთის საკითხავი
 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების - ზაპოროჟიესა და ხერსონის ე.წ დამოუკიდებლობა აღიარა.

რუსულის სამთავრობო მედია წერს, რომ პრეზიდენტმა უკვე მოაწერა ხელი განკარგულებებს, რომელიც ზაპოროჟიესა და ხერსონის ე.წ დამოუკიდებლობის აღიარებას ითვალისწინებს.

დოკუმენტები უკვე გამოქვეყნებულია კრემლის ვებგვერდზე. ტექსტში წერია, რომ გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ რეფერენდუმების შედეგების, "ხალხის ნების საფუძველზე და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვით მიიღო".

ვლადიმერ პუტინმა ეს ფორმალური ნაბიჯი უკრაინული ტერიტორიების რუსეთთან მიერთების შესახებ გამოცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე გადადგა. დღეს, 30 სექტემბერს პუტინი ხელს მოაწერს შეთანხმებას ანექსირებული ტერიტორიების რუსეთის ფედერაციასთან შეერთების შესახებ.

27 სექტემბერს უკრაინაში რუსეთის მიერ ოკუპირებულ ოთხ ტერიტორიაზე ე.წ. რეფერენდუმები დასრულდა. მოსკოვის მტკიცებით, ადგილობრივებმა რუსეთთან შეერთებას დაუჭირეს მხარი. საუბარია დონეცკის, ლუჰანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებზე. 

უკრაინა და დასავლეთი არალეგიტიმურ რეფერენდუმს არ აღიარებს და მას ფარსს უწოდებს. 


close დახურვა