logo
ENG



ჰაიდაის თქმით, ლიმანში 5000-მდე რუსი ჯარისკაცია ალყაში მოქცეული

01 ოქტ 202214:08
3 წუთის საკითხავი
 

ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ჰაიდაის განცხადებით, ლიმანში 5000-მდე რუსი ჯარისკაცია ალყაში მოქცეული.

ჰაიდაის თქმით, რუს სამხედროებს ახლა მხოლოდ სამი ვარიანტი აქვთ: წავიდნენ გარღვევისკენ, დანებდნენ ან მოკვდნენ. მისი ინფორმაციით, დონეცკის ოლქის ქალაქ ლიმანში დაახლოებით 5000 ჯარისკაცია ალყაში მოქცეული.

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალები დონეცკის ოლქის ქალაქ ლიმანს, სავარაუდოდ, 72 საათის განმავლობაში მთლიანად ალყაში მოაქცევენ ან დაიკავებენ. ISW-ს ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა მნიშვნელოვანი იერიშები მიიტანეს ლუჰანსკის რეგიონში მდებარე სამხედრო ობიექტებზე.

გუშინ, 29 სექტემბერს ომის კვლევის ინსტიტუტმა აღნიშნა, რომ ლიმანში მყოფი რუსეთის შეიარაღებული ძალების დაჯგუფება ალყაში მას შემდეგ მოხვდა, რაც უკრაინულმა ძალებმა გაარღვიეს რუსული არმიის თავდაცვის ხაზები სტავკის დასახლების გარშემო, რომელიც ლიმანიდან 10 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა იამპოლის გათავისუფლება და უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებები ლიმანში. ზელენსკის თქმით, უკრაინამ ომში ინიციატივა აიღო და საგრძნობ შედეგებს აღწევს.


close დახურვა