logo
ENG



ქართული ოცნება: დღეს ქართული სახელმწიფო არის სუვერენული, როგორც არასდროს

01 ოქტ 202214:48
3 წუთის საკითხავი
clock 210

ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლიდან 10 წლისთავზე, მმართველი გუნდი განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში კვლავ საუბარია ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით გამარჯვების მოპოვებაზე. გარდა ამისა, ქართული ოცნება კვლავ წინა ხელისუფლების მმართველობაზე საუბრობს და არაფერს იმ ამბობს იმ დარღვევებზე, რომელზეც უფლებადამცველები და საერთაშორისო პარტნიორები მიუთითებენ.

"დღეს ქართული სახელმწიფო არის სუვერენული, როგორც არასდროს. სწორედ სახელმწიფო სუვერენიტეტის განმტკიცების შედეგია, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება არის პირველი საქართველოს უახლოეს 30-წლიან ისტორიაში, რომლის მმართველობის პირობებში ქვეყანას ომი არ ჰქონია. ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება, ეკონომიკის განვითარება და მოსახლეობის კეთილდღეობის ხარისხის ამაღლება, ადამიანის ღირსების, თავისუფლებისა და თანასწორობის მტკიცე დაცვა, სამშობლოსა და ეკლესიის სიძლიერეზე ზრუნვა არის ის უმთავრესი პრინციპები, რომლებსაც ქართული ოცნების საქმიანობა მომავალშიც დაეფუძნება", - აღნიშნულია განცხადებაში.


close დახურვა