logo
ENG



მარნეულის სკოლის მასწავლებელმა, რომელმაც მოსწავლეები დასაჯა, თანამდებობა დატოვა

02 ოქტ 202220:25
3 წუთის საკითხავი
clock 1597
2022/10/02/zvbxv6b412vvu85.jpg

მარნეულის სოფელ კირიხლოს სკოლის ქართული ენის მასწავლებელმა რახმან მუსაევმა, რომელმაც მე-4 კლასის მოსწავლეები დასჯის მიზნით მუხლებზე დააყენათანამდებობა დატოვა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა aktual.ge ავრცელებს.

სკოლის დირექტორმა მეხმან მუსაევმა გამოცემას უთხრა, რომ მასწავლებელმა პოსტი "ჯანმრთელობის პრობლემების გამო" დატოვა. რაც შეეხება მოსწავლეების დასჯას, სკოლის დირექტორი ამბობს, რომ საქმეს იძიებს. რახმან მუსაევი მეხმან მუსაევის ძმისშვილი.

დღეს, 2 ოქტომბერს გამოცემაც გაავრცელა ინფორმაცია, რომ კირიხლოს საჯარო სკოლის ქართულის მასწავლებელმა მოსწავლეები დასჯის მიზნით მუხლებზე დააყენა. როგორც გამოცემა წერს, მუსაევმა ფოტოები ბავშვების მშობლებს გაუგზავნა. მათივე ცნობით, მასწავლებელი ასე სჯის მოსწავლეებს, რომლებიც კარგად არ სწავლობენ. 

მასწავლებელი პარალელურად მარნეულის საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატია.


close დახურვა