logo
ENG



BBC: GRU-ს ელიტარულმა ბრიგადამ ​ ლიმანიდან უკან დახევის დროს სერიოზული ზარალი განიცადა

06 ოქტ 202213:15
3 წუთის საკითხავი
clock 578
2022/10/06/1xqcuotuv0ri44r.png
ANADOLU AGENCY

BBC-ის ინფორმაციით, ლიმანიდან უკან დახევის დროს გენერალური შტაბის მთავარი დირექტორატის მე-3 გვარდიის სპეცდანიშნულების ბრიგადის, სულ მცირე ცხრა ადამიანი დაიღუპა და ერთი მძიმედ დაიჭრა. 

ლიმანის წარუმატებელ "დაცვაში" რუსული ელიტარული სამხედრო ფორმირებები მონაწილეობდნენ და მათ სერიოზული დანაკარგები განიცადეს. 

ასეთი სამხედრო ფორმირებები საბჭოთა დროიდან ყველაზე მნიშვნელოვან სამხედრო მისიებში იგზავნებოდნენ. სანამ რუსული არმია დონეცკის ოლქის ქალაქიდან უკან იხევდა, რუსულმა პროპაგანდამ თქვა, რომ ლიმანს იცავდნენ მობილიზებულები ე.წ. ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკიდან და რუსი მოხალისეები "Барс"-ის ქვედანაყოფებიდან.

VKontakte სოციალურ ქსელში გამოჩნდა არაერთი შეტყობინება, რომელშიც მითითებულია, რომ დონეცკის ოლქის ქალაქ ლიმანიდან რუსული არმიის უკან დახევა არც ისე მარტივად მიმდინარეობდა, როგორც ამას ოფიციალური რუსული მედიები იტყობინებოდნენ. ლიმანს "იცავდნენ" არა მოხალისეები რუსეთიდან ან თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მობილიზებული მაცხოვრებლები, რომლებიც ვლადიმერ პუტინმა იმ დროისთვის რუსეთის ტერიტორიად გამოაცხადა.

"8 ადამიანი დაიღუპა, ორი მძიმედ დაშავდა. ერთი გარდაიცვალა, ერთი ცოცხალია, მაგრამ ძალიან მძიმედ არის. მთელი ჯგუფი კინაღამ დაიღუპა. ბიჭები ნამდვილი გმირები არიან, სამწუხაროა, რომ ეს გმირები აღარ არიან."- განუცხადა BBC-ს ერთ-ერთი დაღუპული სამხედროს დამ .

მათ ახლობლებს არ აქვთ სრული ინფორმაცია მედესანტეების დაღუპვის ადგილისა და გარემოებების შესახებ. როდის დაბრუნდებიან სამხედროების ცხედრები სახლში და როდის გაიმართება დაკრძალვა, ოჯახებმა ჯერ არ იციან.  

"ვიცი, რომ ეს ბიჭები იქ იყვნენ მიტოვებული, მთელი დღე იბრძოდნენ, მაგრამ ვერ შეძლეს. ჩემი ძმა გარდაიცვალა, ის მხოლოდ 21 წლის იყო, დაიღუპა მისი 19 წლის მეგობარიც." - თქვა გარდაცვლილის დამ.

ამ განყოფილებაში ყველაზე ახალგაზრდა 19 წლის რიგითი დანილ ბოიკოვი იყო. მასთან ერთად დაიღუპა უფროსი ლეიტენანტი ვიაჩესლავ ზინცოვი, უმცროსი ლეიტენანტი ვიქტორ გორობეც, წინამძღოლები ანდრეი შორინი და იური ფილატოვი და რიგითი ალექსეი ჩინდინი. სამხედროები კარპენკო და უზბიაკოვი მძიმე ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. უზბიაკოვი მოგვიანებით გარდაიცვალა.

"რა თქმა უნდა, [ზარალი] იყო, მაგრამ ვინმე გვეტყვის ამის შესახებ?."- თქვა ერთ-ერთი დაღუპულის დამ.

როგორც ღია წყაროებიდან ირკვევა, GRU-ს მე-3 ბრიგადის პირველი მებრძოლები მარტის დასაწყისში დაიღუპნენ.

BBC-ის ჟურნალისტებმა, მედიაზონამ და მოხალისეთა ჯგუფმა 1 სექტემბრისთვის შეაგროვეს მონაცემები მე-3 გვარდიის სპეცდანიშნულების ბრიგადის 26 დაღუპული სამხედრო მოსამსახურის შესახებ, მათ შორის ხუთი ოფიცერი იყო.

რას წარმოადგენს გენერალური შტაბის მთავარი დირექტორატის მე-3 ბრიგადა?

GRU-ს მე-3 ბრიგადა, რომელსაც ახლა მეთაურობს პოლკოვნიკი ალბერტ ომაროვი, 1966 წელს გდრ-ში შეიქმნა. სსრკ-ში GRU-ს სპეცრაზმი გამოიყენებოდა მტრის ხაზების მიღმა ყველაზე მნიშვნელოვანი საიდუმლო ოპერაციებისა და დივერსიების განსახორციელებლად. 1991 წლის იანვრიდან 1992 წლის ივნისამდე იგი განლაგებული იყო რიგაში, შემდეგ კი სამარას რაიონის სოფელ როშჩინსკში. 2010 წელს ბრიგადა გადავიდა ტოლიატიში. ბრიგადის სამხედროებმა მონაწილეობა მიიღეს ტაჯიკეთში სამოქალაქო ომში, ორ ჩეჩნურ კამპანიაში, სამშვიდობო მისიაში კოსოვოში და 2000-იანი წლების დასაწყისში ისინი იცავდნენ რუსეთის მისიებს ქაბულში. 2017 წლის აგვისტოში ბრიგადამ სირიაში ორი წევრი დაკარგა.

2015 წელი სკანდალური გამოდგა GRU-ს მე-3 ბრიგადისთვის, როდესაც რუსეთის ორი მოქალაქე ევგენი ეროფეევი და ალექსანდრე ალექსანდროვი ​ლუჰანსკის ოლქის ქალაქ შჩასტიასთან დაატყვევეს. დაკითხვისას განაცხადეს, რომ მე-3 გვარდიული ბრიგადის სამხედროები იყვნენ. რუსულმა მხარემ, რომელიც იმ დროს უარყოფდა თავისი ჯარების არსებობას აღმოსავლეთ უკრაინაში, თქვა, რომ ეს სამხედროები დიდი ხანია გადადგნენ და იბრძოდნენ "LPR სახალხო მილიციის" მხარეს, როგორც მოხალისეები.

2016 წლის აპრილში ეროფეევსა და ალექსანდროვს უკრაინაში 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, ერთი თვის შემდეგ კი ისინი მფრინავ, ნადეჟდა სავჩენკოვაში გაცვალეს, რომელსაც რუსულმა მხარემ ​ВГТРК​-ის გადამღები ჯგუფის სიკვდილში ბრალი დასდო. 

* * *

რუსული მედია თითქმის არასოდეს წერს ოპერაციების შესახებ გენერალური შტაბის სპეცრაზმის მონაწილეობით, ზოგჯერ ამის შესახებ ცნობილი ხდება ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ.  უკრაინაში ომის შემთხვევაში და თუ ვსაუბრობთ რუსული არმიის უკანდახევაზე, პროპაგანდა ყოველთვის ცდილობს საქმის წარმოჩენას ისე, რომ ფრონტის კონკრეტულ სექტორზე წარუმატებლობის მიზეზი არა რეგულარული სამხედროები, არამედ რუსი მოხალისეები და თვითგამოცხადებული რესპუბლიკებიდან მობილიზებულები არიან. 

ასე მოხდა, როდესაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის ოლქის ფრონტი გაარღვიეს და საბოლოოდ გაათავისუფლეს ბალაქლეია, იზიუმი, კუპიანსკი და მრავალი სხვა დასახლება. შემდეგ რუსულმა მედიამ თქვა, რომ იქ ფრონტის ხაზზე მობილიზებულები ე.წ. ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის და ​ ბაშკორტოსტანიდან და სამარადან რუსეთის გვარდიის მებრძოლები იყვნენ. მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ გაირკვა, რომ იქ კალინინგრადის რეგიონის საზღვაო ქვეითები დაიჭირეს.

ბოლო დღეებში გამოჩენილი ნეკროლოგებიდან და დაღუპულთა ნათესავებთან საუბრებიდან ირკვევა, რომ გარდა თვითგამოცხადებული რესპუბლიკებიდან მობილიზებულებისა და მოხალისეებისაGRU-ს მე-3 ბრიგადის სპეცრაზმმაც სცადა [წარუმატებლად] ლიმანის დაკავება.


close დახურვა