ყირგიზეთის თავდაცვის სამინისტრომ გააუქმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) ერთობლივი სამხედრო წვრთნები "ურღვევი ძმობა - 2022", რომელიც 10-14 ოქტომბერს ქალაქ ბალიკჩიში უნდა გამართულიყო.
ინფორმაციას რუსული სახელმწიფო, პროპაგანდისტული გამოცემა RIA Novosti ავრცელებს. მათი თქმით, სამინისტროს არ განუმარტავს წვრთნების გაუქმების მიზეზი.
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში შედის რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყირგიზეთი, ყაზახეთი და ტაჯიკეთი.
7 ოქტომბერს ყაზახეთში გაიმართა ორგანიზაციის სპეციალური სწრაფი რეაგირების ძალების წვრთნები "ურთიერთქმედება-2022". ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ ამ წვრთნებში მონაწილეობას რუსეთი ყაზახეთი და ბელარუსი იღებდა.