წინასწარი ინფორმაციით, კიევის ცენტრში რუსეთის თავდასხმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 24 კი დაშავდა.
კიევის შევჩენკოვსკის რაიონზე თავდასხმის შედეგად, დაახლოებით დილის 8:45 საათისთვის, ექვს მანქანას გაუჩნდა ხანძარი და 15-ზე მეტი მანქანა დაზიანდა. იტყობინება უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი როსტისლავ სმირნოვი.
აფეთქებების ხმა ისმის კიევში, ჟიტომირში, ხმელნიცკში, დნიპროში, ვინაცაში და ტერნოპოლში.
ლვოვში ელექტროენერგია გაითიშა, აფეთქება განხორციელდა კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტზე.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს უკრაინაში მომხდარ სარაკეტო თავდასხმებს გამოეხმაურა და ხალხს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა.
"უკრაინის მასშტაბით განგაში არ წყდება. სარაკეტო თავდასხმები ხორციელდება. სამწუხაროდ არიან დაღუპულები და დაჭრილები. გთხოვთ, არ დატოვოთ თავშესაფრები. იზრუნეთ საკუთარ თავზე და თქვენს ახლობლებზე. გავუძლოთ და ვიყოთ ძლიერები."- წერს ზელენსკი.