logo
ENG



ჯო ბაიდენი უკრაინას მოწინავე საჰაერო თავდაცვის სისტემებს დაჰპირდა

11 ოქტ 202201:10
3 წუთის საკითხავი
 
ჯო ბაიდენი უკრაინას მოწინავე საჰაერო თავდაცვის სისტემებს დაჰპირდა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინას მოწინავე საჰაერო თავდაცვის სისტემებს დაჰპირდა. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბაიდენი ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა და 10 ოქტომბერს, რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქების დაბომბვა დაგმო.

ამასთან, თეთრი სახლი აცხადებს, რომ "ბაიდენმა ხაზი გაუსვა მის ჩართულობას პარტნიორებსა და მოკავშირეებთან, რათა რუსეთს სანქციები გაუხანგრძლივონ, პასუხისგებაში მისცენ იმ სამხედრო დანაშაულების გამო და დაეხმარონ უკრაინას, უსაფრთხოების, ეკონომიკისა და ჰუმანიტარული კუთხით".

უკრაინის წარმატებული კონტრშეტევების, ანექსირებული ყირიმის რუსეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი ხიდის აფეთქების შემდეგ, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის დედაქალაქზე იერიში 10 ოქტომბერს, დილით მიიტანეს. დაბომბეს დედაქალაქი, ასევე სარაკეტო იერიშები განხორციელდა ქალაქ ლვივზე, ჟიტომირზე, ხმელნიცკზე, დნიპროზე, ვინიცაზე, ტერნოპოლზე, სლავიანსა და ხარკივზე.

წინასწარი ინფორმაციით, კიევის ცენტრში რუსეთის თავდასხმას 11 ადამიანი ემსხვერპლა, 64 კი დაშავდა.

რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 75 რაკეტა გაისროლა. მათგან 41 უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ (AD) გაანეიტრალა. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა.


close დახურვა