logo
ENG



პოდოლიაკი: ერთი რამ უნდა გაიგონ მსოფლიოს ყველა დედაქალაქში, რუსეთმა უნდა წააგოს

11 ოქტ 202216:16
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/11/n6qmeh7lwqrtxz4.jpg

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, ერთი რამ უნდა გაიგონ მსოფლიოს ყველა დედაქალაქში, რუსეთმა უნდა წააგოს.

"ერთი რამ უნდა გაიგონ მსოფლიოს ყველა დედაქალაქში. რუსეთმა უნდა წააგოს. კრემლმა ტრიბუნალი უნდა გაიაროს. პროპაგანდისტები, რომლებიც უკრაინის ქალაქებზე სარაკეტო დარტყმისკენ მოუწოდებდნენ, სასამართლო დარბაზში უნდა ისხდნენ. თუ ბოროტება დაუსჯელი დარჩება, უსამართლობა მთელ მსოფლიოში გამრავლდება," - თქვა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა.

გუშინ დილით უკრაინის ოფიციალურმა პირებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ აფეთქებების ხმა ისმის კიევში, ჟიტომირში, ხმელნიცკში, დნიპროში, ვინაცაში და ტერნოპოლში.

რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 83 რაკეტა გაისროლა. მათგან 41 უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ (AD) გაანეიტრალა. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა. 

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის პრესსამსახურის ინფორმაციით, გუშინ, უკრაინის ქალაქებზე განხორციელებული მასიური სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რაოდენობამ კი 105-ს მიაღწია.


close დახურვა