logo
ENG



ვაკის პარკში შადრევანში ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტყა

13 ოქტ 202212:28
3 წუთის საკითხავი
 

ვაკის პარკში შადრევანში ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტყა. ბავშვებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ. ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილი.

როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, ბავშვები შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩავიდნენ.

თბილისის მერმა მომხდარის შესახებ ჟურნალისტებისგან გაიგო და თქვა, რომ საკითხს "მოიკითხავენ".

ჟურნალისტის შეკითხვაზე, გათვალისწინებულია თუ არა რისკები, მან ასე უპასუხა:

"ყველაფერი უნდა იყოს გათვალისწინებული, ეს მოეთხოვება შესაბამის კომპანიებს, ვინც მუშაობდა"- თქვა კალაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმხობს, რამაც ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

მერიის განცხადებით, გუშინ, 12 ოქტომბერს ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია დასრულდა.


close დახურვა