რუსეთში, ქალაქ იეისკში რუსული სამხედრო თვითმფრინავი საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ ჩამოვარდა.
როგორც რუსული სამთავრობო მედია წერს, შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა - დაშავებულებიდან რამდენიმეს, მათ შორის კი ერთი ბავშვის მდგომარეობა მძიმეა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თვითმფრინავი Су-34 სასწავლო ფრენას ასრულებდა.
"პილოტების ინფორმაციით, თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი ძრავის აალება გახდა"- აცხადებენ სამინისტროში.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროს ინფორმაციით, ჩამოვარდნის შემდეგ ცეცხლი 2 000 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა. დაზიანდა კორპუსი, ცეცხლი პირველიდან მეხუთე სართულამდე გავრცელდა.
მომხდარზე გამოძიება დაიწყო.