logo
ENG



წულუკიანის ყოფილი მოადგილე სოსო გიორგაძე საქპატენტის თავმჯდომარედ დაინიშნა

20 ოქტ 202213:51
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/20/r26arzkqdrgdj5x.jpeg

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის (საქპატენტი) თავმჯდომარედ სოსო გიორგაძე დაინიშნა.

მანამდე, გიორგაძე კულტურის სამინისტროში მინისტრის მოადგილე იყო. 2021 წლამდე კი გიორგაძე იუსტიციის სამინისტროში წულუკიანის მოადგილის პოსტს იკავებდა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სოსო გიორგაძე 2013 წლიდან მუშაობდა. სხვადასხვა დროს ის მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და იუსტიციის სახლს ხელმძღვანელობდა.

საქპატენტის ყოფილი თავმჯდომარე მინდია დავითიძე სამსახურიდან გასულ წელს გაათავისუფლეს. მაშინ დავითიძე აცხადებდა, რომ მასზე პოლიტიკური დევნა ხორციელდებოდა.

კერძოდ, დავითიძის განცხადებით, მისი გათავისუფლების მიზეზი ის გახდა, რომ საქპატენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი გახარიას მიერ იყო დანიშნული.


close დახურვა