logo
ENG



უკრაინა ებრაულ ჯგუფებს მიმართავს, დაარწმუნონ ისრაელი საჰაერო თავდაცვის სისტემის მიწოდებაში

20 ოქტ 202217:37
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/20/u81vhon5aqt7m9g.png
(AFP)

უკრაინის მთავრობამ ებრაულ ორგანიზაციებს მიმართა, დაეხმარონ უკრაინას ისრაელისგან თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემების მიღებაში.

ისრაელს აქვს უკრაინაში სამხედრო აღჭურვილობის არ გაგზავნის პოლიტიკა, მაგრამ 16 ოქტომბერს, დიასპორის საკითხებში ისრაელის სახელმწიფო მინისტრი ნახმან შაი გამოვიდა ინიციატივით, რომ ოფიციალურმა თელ-ავივმა უკრაინას სამხედრო დახმარება აღმოუჩინოს.

ისრაელს აქვს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი საჰაერო თავდაცვის სისტემა, მათ შორის ზოგიერთი შემუშავებული ირანული ბალისტიკური რაკეტებისა და შორი დისტანციური თვითმფრინავების დასაძლევად.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისმა განაცხადა, რომ ოფისის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი ესაუბრა "წამყვანი ებრაული ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რა დროსაც მან ხაზი გაუსვა ჩვენი სახელმწიფოს თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების მნიშვნელობას, რომლებიც ისრაელს გააჩნია."

ერმაკმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ რუსეთმა მხოლოდ 7 და 8 ოქტომბერს უკრაინის ტერიტორიაზე რაკეტებითა და თვითმფრინავებით 190 დარტყმა განახორციელა.

"ჩვენ ვსაუბრობთ მშვიდობიანი მოსახლეობის დაშინების განზრახვაზე, ზამთრამდე უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის განადგურების მცდელობებზე, ქვეყნის სიბნელეში და ყინვაში ჩაძირვაზე." - თქვა ერმაკმა.

ერმაკმა შეხვედრაზე თქვა, რომ "მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის გახსნა" და ებრაულ ორგანიზაციებს შეუძლიათ "დაარწმუნონ ისრაელის მთავრობა, მიაწოდოს ჩვენს სახელმწიფოს საჭირო სისტემები."


close დახურვა