
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, მიხაილო პოპოლიაკის განცხადებით, უკრაინამ იცის, როგორ უპასუხოს ტერორისტებს.
"რუსეთის "ოთხი არგუმენტი" მსოფლიოსთვის:
- სიცივე (ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვა);
- შიმშილი (საკვების შანტაჟი);
- ტერორი (ირანული კამიკაძე დრონის გაშვება შუა სამეზობლოში);
- სიკვდილი (სამოქალაქო მოსახლეობის დემონსტრაციული მკვლელობა).
უკრაინამ იცის, როგორ უპასუხოს ტერორისტებს, ევროპამ იცის?" - თქვა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა.
10 ოქტომბრის შემდეგ რუსეთი მასობრივად ბომბავს უკრაინულ ქალაქებს. 17 ოქტომბერს რუსეთი კიევს დრონი-კამიკაძეებით დაესხა თავს. შედეგად ქალაქის ცენტრში საცხოვრებელი სახლი დაინგრა.
18 ოქტომბერს, რუსეთმა უკრაინაში რამდენიმე ქალაქი დაბომბა, მათ შორის, კიევი, ხარკივი, მიკოლაივი, ჟიტომირი. უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, 10 ოქტომბრიდან უკრაინის ელექტროსადგურების 30% განადგურდა.