logo
ENG



კულება: ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო უკრაინაში ექსპერტების გაგზავნას დათანხმდა

24 ოქტ 202216:32
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/24/sqd0prg4zl21uvk.jpg

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი, რაფაელ გროსი უკრაინაში ექსპერტების გაგზავნას დათანხმდა.

"რაფაელ გროსისთან სატელეფონო საუბრის დროს ოფიციალურად მოვიწვიე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო, რათა სასწრაფოდ გაგზავნოს ექსპერტები უკრაინის მშვიდობიან ობიექტებზე, სადაც რუსეთი მოტყუებით აცხადებს, რომ ბინძურ ბომბს ამზადებს. ის დათანხმდა. რუსეთისგან განსხვავებით, უკრაინა ყოველთვის იყო და რჩება გამჭვირვალე. დასამალი არაფერი გვაქვს," - თქვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ მისი მოთხოვნის საფუძველზე ფრანგ, ბრიტანელ, თურქ და ამერიკელ კოლეგებთან სატელეფონო საუბარი გამართა, სადაც ამტკიცებდა, რომ უკრაინა საკუთარ ტერიტორიაზე, შესაძლოა, "ბინძური ბომბის" გამოყენებას გეგმავდეს.

ბრალდებებს მალევე გამოეხმაურნენ უკრაინის ლიდერები - საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ამას აბსურდული და სახიფათო უწოდა. მისი თქმით, უკრაინას არც "ბინძური ბომბი" აქვს და არც მის შეძენას გეგმავს.


close დახურვა