logo
ENG



ჰერჩინსკი მურუსიძე-გვრიტიშვილზე: სასამართლოში მიმდინარე მოვლენებს EU ახლოდან აკვირდება

27 ოქტ 202213:16
3 წუთის საკითხავი
clock 411

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი საქართველოს სასამართლო სისტემაში მიმდინარე მოვლენებს ახლოდან აკვირდება. ასე უპასუხა მან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად ლევან მურუსიძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის არჩევაზე შეკითხვას.

ჰერჩინსკის თქმით, ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი სწორედ მართლმსაჯულების რეფორმაა და მნიშვნელოვანია, საქართველოს დამოუკიდებელი სასამართლო ჰქონდეს.

„ჩვენ როგორც ევროკავშირი, ვცდილობთ დავეხმაროთ საქართველოს მართლმსაჯულების რეფორმის მიმართულებით. სწორედ მართლმსაჯულების რეფორმაა 12 რეკომენდაციათაგან ერთ-ერთი, შესაბამისად ჩვენ ამ მიმართულებით განვითარებებს ძალიან ახლოდან ვაკვირდებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში მართლმსაჯულების სისტემა იყოს ძალიან პროფესიონალური და დამოუკიდებელი“ - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

23 ოქტომბერს, მოსამართლეთა კონფერენციაზე ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად აირჩიეს.


close დახურვა