logo
ENG



"დესტრუქცია", "თვალთმაქცობა" - დეკანოიძე ოცნების მიერ ანტიკორუფციული ბიუროს შექმნაზე

28 ოქტ 202212:22
3 წუთის საკითხავი
clock 824
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

ნაციონალური მოძრაობის წევრი ხატია დეკანოიძე ქართული ოცნების მიერ, ევროკავშირის 12 რეკომენდაციის ფარგლებში, ანტიკორუფციული ბიუროს შექმნას ეხმაურება და ამბობს, რომ "მსგავსი მიდგომა ოცნების დესტრუქციას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს".

დეკანოიძე ამბობს, რომ ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა უნდა ხდებოდეს გამჭვირვალედ, არასამთავრობო სექტორის, ოპოზიციისა და საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობით და "არავითარ შემთხვევაში, ეს არ უნდა იყოს ღარიბაშვილზე დაქვემდებარებული ინსტიტუტი".

"რამდენიმე დღის წინ ქართულმა ოცნებამ დააანონსა ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა და თქვა, რომ ეს ანტიკორუფციული სააგენტო იქნება კონკრეტულად ახალი ბიუროკრატიული მექანიზმი, რომელიც იქნება უშუალო დაქვემდებარებაში საქართველოს პრემიერმინისტრთან და რეალურად, არავითარი განმარტება დამოუკიდებლობის მექანიზმების არ წარმოადგინა.

მინდა გავაკეთო კონკრეტული განმარტება, რომ მსგავსი მიდგომა, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ოცნების მიერ დესტრუქციას, რომლითაც ისინი არიან დაკავებული მათ შორის 12 პუნქტის შესრულების მიმართულებით, იმიტომ რომ ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა, დირექტორის დანიშვნა უნდა ხდებოდეს გამჭვირვალედ, იმ კანონმდებლობის ფარგლებში, რომელიც უნდა იყოს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ ჩამოყალიბებული, მათთან ძალიან მჭიდრო, უშუალო კავშირით შექმნილი, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ოპოზიციურ პარტიებთან და არავითარ შემთხვევაში, ეს არ უნდა იყო ღარიბაშვილზე დაქვემდებარებული ინსტიტუტი, რომელიც თვითონ, საქართველოს პრემიერმინისტრი ეჭვმიტანილია, მათ შორის მოხსნილია ერთხელ, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაგდებულია კორუფციის გამო, ამიტომ ამ კუთხით ოცნების მიერ ნიშანდობლივი მეოთხე პუნქტის ჩაგდება, კონკრეტულად მათი პასუხისმგებლობაა", - ამბობს დეკანოიძე.

დეკანოიძის თქმით, ოცნება ცდილობს, გაატაროს ყალბი რეფორმები და მმართველი გუნდის მიერ გატარებული რეფორმები საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭების კუთხით, არის მხოლოდ და მხოლოდ თვალთმაქცობა.

"საქართველოში ქართული ოცნების მიერ ფასადურად წარმოდგენილი კანონი და ზოგადად დებულებები, სტანდარტები, არის კიდევ ერთხელ მოგახსენებთ და გავიმეორებ, დესტრუქცია 12 პუნქტიდან ერთ-ერთის და რეალურად, მხოლოდ და მხოლოდ ითვალისწინებს იმას, რომ ქართულმა ოცნებამ თითქოს, ყალბი რეფორმები გაატაროს. მე არ მაქვს იმის ილუზია, რომ ოცნება გაითვალისწინებს პუნქტებს და შენიშვნებს, იმ საკანონმდებლო ბაზიდან, რომელიც შემუშავებულია მათ შორის არასამთავრობო სექტორიდან, ამიტომ, შესაბამისად, ნებისმიერი მათი ყალბი მცდელობა ანტიკორუფციული ე.წ სააგენტოს შექმნის კუთხით, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ დესტრუქცია 12 პუნქტიდან ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტის მიმართ და რაც მთავარია, აჩვენებს, რომ ოცნების მიერ გატარებული რეფორმები საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების კუთხით, არის მხოლოდ და მხოლოდ თვალთმაქცობა და არაფერი მეტი. ამიტომ, არავითარი დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნას ოცნება არ აპირებს, მითუმეტეს სააგენტოს უფროსი, რომელიც დაქვემდებარებული იქნება ღარიბაშვილთან, რომელიც გავიმეორებ, რომ გაგდებული იყო კორუფციის გამო", - თქვა დეკანოიძემ. 

26 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნება ანტიკორუფციულ ბიუროს ქმნის

იურიდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის თქმით, "ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის შესაბამისად, ამ გეგმის მე-4 პუნქტის შესასრულებლად, მმართველი გუნდი აინიცირებს ანტიკორუფციული საქმიანობის ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს.


close დახურვა