logo
ENG



შაბათის ფორმულა: ალექსანდრე ივანიშვილმა ქართუ ფონდის მეშვეობით მიწა საეჭვო გარიგებით იყიდა

29 ოქტ 202220:23
3 წუთის საკითხავი
 

შაბათის ფორმულამ მოიპოვა დოკუმენტები, რომლითაც დგინდება, რომ ქართული ოცნების დამფუძნებლის ძმამ ალექსანდრე ივანიშვილმა ქართუ ფონდის მეშვეობით საეჭვო გარიგება გააფორმა და 13 000 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი შეიძინა. მიწის ნაკვეთი ალექსანდრე ივანიშვილმა თბილისში, აეროპორტის გზაზე, ეროვნული ბანკის გვერდით, უკრაინაში დასანქცირებიდან მეორე დღეს იყიდა.  

შაბათის ფორმულას მიერ მოპოვებული დოკუმენტაციით ირკვევა, რომ თავდაპირველად მიწის ნაკვეთი ფონდი ქართუსგან იყიდა ალექსანდრე ივანიშვილის ცოლის ნათესავმა, თამაზ ხარაიძე, ხოლო რამდენიმე თვეში ცოლის ნათესავისგან, რომელიც მისი ბიზნეს პარტნიორიცაა - მიწის ნაკვეთი უკან გამოისყიდა.

მიწის ნაკვეთის შეძენა-გაყიდვის სქემა კი ასე გამოიყურება: მიწა სექტემბრის დასაწყისში ფიზიკურმა პირმა თამაზ ხარაიძემ შპს ქართუ ჯგუფისგან 700 ათას დოლარად შეიძინა. 21 ოქტომბერს კი, ალექსანდრე ივანიშვილის კომპანიას 735 ათას ევროდ მიყიდა. ნაკვეთი იყიდა შპს ჯიემთიმ, რომელიც შპს ტორნადო პლუსის საკუთრებაა. შპს ტორნადო პლუსის წილის 80%-ს მფლობელი კი ალექსანდრე ივანიშვილია, ხოლო 14%-ის მესაკუთრე თავად ნაკვეთის გამყიდველი თამაზ ხარაიძეა.

შაბათის ფორმულამ ასევე გაარკვია, რომ ორივე კომპანიის საქმიანობის სფერო დიდი ალბათობით რუსეთს უკავშირდება. თავად ალექსანდრე ივანიშვილმა შაბათის ფომულას კითხვებს არ უპასუხა.

 


close დახურვა