უკრაინის პრემიერმინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, დღეს რუსული ძალები რაკეტებითა და დრონებით უკრაინის 10 რეგიონს დაესხნენ თავს.
"რუსმა ტერორისტებმა კვლავ მასიურად შეუტიეს უკრაინას. მათი მიზანია არა სამხედრო ობიექტები, არამედ სამოქალაქო კრიტიკული ინფრასტრუქტურა. რაკეტებითა და უპილოტო თვითმფრინავებით 10 რეგიონს დაარტყეს, სადაც 18 ობიექტი დაზიანდა, მათი უმეტესობა ენერგეტიკული ობიექტია," - თქვა უკრაინის პრემიერმა.
შმიგალის თქმით, უკრაინის შვიდ რეგიონში ასობით დასახლებას ელექტროენერგია შეუწყდა. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე გაშვებული 50-ზე მეტი რუსული რაკეტიდან 44 ჩამოაგდეს.
დღეს დილით, რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქებზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურა დაბომბეს.