logo
ENG



შავი ზღვის დერეფნის განახლების შემდეგ უკრაინის პორტებს მარცვლეულის 7 გემი ტოვებს

03 ნოე 202213:12
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/03/k65lopxxgs3govx.png
Oleksandr Kubrakov

უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის, ალექსანდრ კუბრაკოვის განცხადებით, შვიდმა მარცვლეულის გადამზიდავმა გემმა შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის განახლების შემდეგ უკრაინის პორტები დატოვა.

კუბრაკოვმა ტვიტერზე დაწერა: "დილას უკრაინის პორტებიდან მარცვლეული 7 გემმა გაიტანა. რაც არ უნდა იყოს, უკრაინა აგრძელებს მსოფლიოს მხარდაჭერას სასურსათო კრიზისის დაძლევაში."

უკრაინიდან მარცვლეულის მიწოდება საფრთხის ქვეშ იყო მას შემდეგ, რაც რუსეთმა შეაჩერა საკუთარი მონაწილეობა შეთანხმებაში, რომელიც ოთხშაბათს ისევ განაახლა. 

უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განაცხადა, რომ გემები დატვირთულია 290 000 ტონა უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქტებით და დატოვეს ოდესის, ჩორნომორსკის და იუჟნის პორტები.

ნათქვამია, რომ ერთი გემი მიემართებოდა ომანში, მეორე კი ჩინეთში.

ივლისში, ერთ თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, უკრაინისა და რუსეთის მინისტრებმა ხელი მოაწერეს მარცვლეულის შეთანხმებას, რომელიც გაეროსა და თურქეთის შუამავლობით იქნა მიღებული. რუსეთმა პირობა დადო, რომ განბლოკავს პორტებს შავ ზღვაზე, რათა უზრუნველყოს მარცვლეულისა და ზეთის თესლის უსაფრთხო გადაადგილება.

უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, 1 აგვისტოდან ქვეყანამ 430 გემით 10 მილიონ ტონაზე მეტი მარცვლეულის ექსპორტი განახორციელა.


close დახურვა