logo
ENG



"საზღვარზე გულითადად შეგვხვდნენ, დიახ, აფხაზეთში ნამყოფი ვარ" - რუსი ტელეწამყვანი თბილისში

03 ნოე 202220:52
3 წუთის საკითხავი
 

რუსი ტელეწამყვანი ქსენია ბოროდინა, რომელიც აფხაზეთშია ნამყოფი, თბილისში ისვენებს.

მან ფორმულას უთხრა, რომ საზღვარზე "გულითადად შეხვდნენ". მისივე თქმით, აფხაზეთში ნამყოფია, საქართველოს საზღვარზე კი ამის შესახებ არაფერი უკითხავთ.

"არა, არანაირი კითხვები [საზღვარზე], მშვიდად შემოვედი, ძალიან გულითადად შეგვხვდნენ, ძალიან სასიამოვნოდ. როდესაც გავაჟღერე [რუსეთში], რომ აქ მოვდიოდი, მითხრეს, რომ შეიძლება ყოფილიყო რაღაც პრობლემები, თუმცა არანაირი პრობლემა არ ყოფილა, ყველაფერი კარგადაა.

დიახ, ვიყავი აფხაზეთში, დავარღვიე [კანონი]? რატომ? მე არ ვიცი ამის შესახებ. ახლოს ვიყავი, მეგობრებთან ერთად ვმოგზაურობდი და წავედით აფხაზეთში. საზღვარზე ამის შესახებ კითხვა არ დაუსვამთ. აფხაზეთში გავლით ვიყავი", - თქვა მან.

აფხაზეთში ყოფნის ფოტო და ვიდეო მასალა ბოროდინას სოციალურ ქსელშიც აქვს გამოქვეყნებული.


close დახურვა