logo
ENG



G7 რუსულ ნავთობზე ფიქსირებული ფასის დაწესებაზე შეთანხმდა

05 ნოე 202211:40
3 წუთის საკითხავი
clock 714
2022/11/05/9dvav5mvqhbwaqt.jpg

დიდი შვიდეულის ქვეყნები და ავსტრალია რუსულ ნავთობზე ფასის ზედა ზღვრის დაწესებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ფიქსირებული ფასის დაწესების შესახებ გადაწყვეტილება თვის ბოლოსკენ შევა ძალაში.

მათი ცნობით, კოალიცია შეთანხმდა, რომ ფასის ლიმიტი იქნება ფიქსირებული ფასი, რომელიც რეგულარულად გადაიხედება, რაც გაზრდის ბაზრის სტაბილურობასა და ბაზრის მონაწილეებზე დატვირთვას შეამცირებს.

მედიის განცხადებით, თავდაპირველი ფასი დადგენილი არ არის, თუმცა მას უახლოეს კვირებში განიხილავენ. წყარო აცხადებს, რომ ქვეყნები ფასს რეგულარულად გადახედავენ და საჭიროებისამებრ, შესაძლოა, შეცვალონ.

დასავლეთმა რუსულ ნავთობზე ფასის ლიმიტის დაწესებაზე საუბარი გასულ თვეებში დაიწყო - დიდი შვიდეულის ქვეყნებს მიაჩნიათ, რომ ფასების ლიმიტის დაწესება შეამსუბუქებს ზეწოლას ენერგეტიკულ ბაზარზე და შეამცირებს რუსეთის მთლიან შემოსავალს ნედლი ნავთობიდან.


close დახურვა