logo
ENG



პოლონეთის სეიმის ვიცესპიკერი მალგოჟატა გოშევსკა სააკაშვილის მოსანახულებლად მეორედ არ შეუშვეს

05 ნოე 202218:12
3 წუთის საკითხავი
 

პოლონეთის სეიმის ვიცესპიკერი მალგოჟატა გოშევსკა მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად კლინიკა ვივა მედში მეორედ არ შეუშვეს.

გოშევკსას თქმით, მან ზოგადი განმარტება მიიღო, რომ ვინაიდან არც მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრი და არც საქართველოს პარლამენტის დეპუტატი არაა ის პატიმრობაში მყოფ სააკაშვილს ვერ მოინახულებდა.

გოშევსკას ასევე სურდა მთავარი არხის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მონახულებაც, თუმცა მას არც მე-12 დაწესებულებაში ვიზიტის უფლება მისცეს.

გოშევსკამ რამდენიმე თვის წინ თავად განაცხადა, რომ მას მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის პირობა პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა პოლონეთის პრემიერის მატეუშ მორავიეცკის თანდასწრებით მისცა.

„როგორც იცით კიდევ ერთხელ მითხრეს უარი მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე, ასევე მთავარი არხის დირექტორთან ნიკა გვარამიასთან შეხვედრაზე. ის ფაქტი, რომ პატიმრობაში იმყოფება ქვეყნის პრეზიდენტი ერთ-ერთი დიდი ოპოზიციური ტელევიზიის ხელმძღვანელი არც თუ საუკეთესოდ მეტყველებს ამ ქვეყანაზე. ვწუხვარ რომ მივიღე მორიგი უარი პატიმრებთან შეხვედრაზე და არ მომეცა საშუალება, მენახა რა პირობებში იმყოფებიან ისინი და როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა“ - განაცხადა გოშევსკამ.

პოლონეთის ვიცე თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ წინა ვიზიტისას მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ის დამამცირებლად მოიხსენია და თქვა, რომ „ყველამ იცის ვინ არის ეს ქალი და რას წარმოადგენს“. გოშევსკას თქმით, მას და მის საქმიანობას საქართველოში კარგად იცნობენ და მისი ხელისუფლება მხარს უჭერს ოპოზიციურ პარტიებს იმ ქვეყნებში, სადაც „დემოკრატია კითხვის ნიშნის ქვეშ დგას“

„წინა ჩემი ვიზიტის დროს მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა დამამცირებელი სიტყვებით მომიხსენია და ასევე თქვა, რომ ყველამ იცის ვინ არის ეს ქალი და რას წარმოადგენს. ამით მან ვერ შეაფასა ჩემი რეალური პოზიცია. ქართველების უმეტესობამ, ვისთანაც მაქვს შეხება იციან ვინ ვარ და რას წარმოვადგენ, მაგრამ სპეციალურად ამ ბატონისთვის ორიოდე სიტყვით დავახასიათებ ცემს პიროვნებას: მე გახლავართ პოლონეთის სეიმის თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც უკვე მეორე ვადით არის ხელისუფლებაში. ეს არის პარტია პოლიტიკური ძალა, რომელიც ახორციელებს პოლონეთის რეფორმებს, რომელიც აქტიურად ეხმარება უკრაინას. მრავალი წელია, მხარს ვუჭერთ ოპოზიციურ მოძრაობებს იმ ქვეყნებში რომლებშიც დემოკრატია კითხვის ნიშნის ქვეშ დგას“ - განაცხადა გოშევსკამ.


close დახურვა