IRI-ის (საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი) საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად ამ კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ქართულ ოცნებას 25% მისცემდა ხმას, ნაციონალურ მოძრაობას კი - 12%.
შეკითხვაზე, ამ კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, პასუხები ასე გადანაწილდა:
- ქართული ოცნება - 25%
- ნაციონალური მოძრაობა - 12%
- საქართველოსთვის - 3%
- გირჩი - მეტი თავისუფლება - 3%
- სტრატეგია აღმაშენებელი - 2%
- დროა - 2%
- ლეიბორისტული პარტია - 2%
- ხალხისთვის - 2%
- გირჩი - 2%
- ლელო - 1%
- მოქალაქეები - 1%
- არავის მივცემ ხმას - 6%
- უარი პასუხზე - 7%
შეკითხვაზე, რომელ პარტიას არ მისცემდნენ ხმას არც ერთ შემთხვევაში, პასუხები ასეთია:
- ნაციონალური მოძრაობა - 33%
- ქართული ოცნება - 30%
- პატრიოტთა ალიანსი - 18%
- ალტ-ინფო - 15%
- ევროპული საქართველო - 14%
- გირჩი - მეტი თავისუფლება - 14%
- გირჩი - 14%
- ლეიბორისტული პარტია - 8%
- დროა - 7%
- ლელო - 6%
- მოქალაქეები - 5%
- სტრატეგია აღმაშენებელი - 5%
- საქართველოსთვის - 4%
- რესპუბლიკელები - 2%
IRI-ის დაკვეთით კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე პერიოდში. საველე სამუშაოები კომპანია IPM-მა ჩაატარა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით რესპონდენტთა სახლებში. მრავალეტაპიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდით გამოიკითხა 1500 სრულწლოვანი მოქალაქე. ცდომილების ზღვარი +/- 2.5%-ია.