logo
ENG



IRI: მოსახლეობის 94%-ის თქმით, რუსეთის აგრესია გრძელდება ან გაგრძელდება

07 ნოე 202220:29
3 წუთის საკითხავი
 
IRI: მოსახლეობის 94%-ის თქმით, რუსეთის აგრესია გრძელდება ან გაგრძელდება

IRI-ის (საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის) საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 94% ფიქრობს, რომ რუსეთის აგრესია გრძელდება ან გაგრძელდება.

შეკითხვაზე, როგორ ფიქრობთ, რუსეთის აგრესია საქართველოს მიმართ დასრულდა თუ კიდევ გრძელდება, პასუხები ასე გამოიყურება:

  • დასრულდა და ნაკლებად სავარაუდოა, რომ განახლდება - 4%
  • დასრულდა, მაგრამ, სავარაუდოდ, განახლდება - 18%
  • ჯერ კიდევ გრძელდება - 76%
  • არ ვიცი/უარი პასუხზე - 2%

ამასთან, მოსახლეობის 29% საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების ურთიერთობას რუსეთთან ძალიან ნეგატიურად აფასებს, 30% გარკვეულწილად პოზიტიურად, 21% გარკვეულწილად ნეგატიურად, 12% ძალიან პოზიტიურად, 9%-მა კი არ ისურვა კითხვაზე პასუხი.

IRI-ის დაკვეთით კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე პერიოდში. საველე სამუშაოები კომპანია IPM-მა ჩაატარა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით რესპონდენტთა სახლებში. მრავალეტაპიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდით გამოიკითხა 1500 სრულწლოვანი მოქალაქე. ცდომილების ზღვარი +/- 2.5%-ია.


close დახურვა