logo
ENG



ენმ-ში პარტიის ნაწილი შიდა არჩევნებს, მათ შორის ახალი თავმჯდომარის არჩევას ითხოვს

09 ნოე 202211:23
3 წუთის საკითხავი
 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ირაკლი ნადირაძის თქმით, პარტიის რეგიონული ლიდერები შიდა პარტიულ არჩევნებს ითხოვენ, რაც მათ შორის ახალი თავმჯდომარის არჩევას გულისხმობს. 

ენმ-ის წარმომადგენელი აცხადებს, რომ პარტიაში არჩევნები ყველა დონეზე უნდა ჩატარდეს, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია თავმჯდომარის არჩევნები, ვინაიდან, ნადირაძის თქმით, პარტიის თავმჯდომარეს, ასობით ათასი ამომრჩევლის ლეგიტიმაცია უნდა ჰქონდეს.

ირაკლი ნადირაძის თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, რომ პარტია "ძლიერი, ორგანიზებული და ქმედითი იყოს", რადგან, მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების, საქართველოს გათავისუფლების, ოლიგარქი ივანიშვილის დამარცხების მთავარი ინსტრუმენტი ძლიერი ნაციონალური მოძრაობაა, "რომელიც ყოველთვის ოპოზიციის ფლაგმანი იყო". 

“დღეს მე აქ ვარ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რეგიონულ ლიდერებთან და ჩვენ გვინდა გავაჟღეროთ მოთხოვნა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელმძღვანელების მიმართ. 

ჩვენ ვფიქრობთ, რომ პარტიის გაძლიერებას საფუძვლად უნდა დაედოს შიდა პარტიული დემოკრატიის გაძლიერება და შიდა პარტიული არჩევნები ყველა დონეზე. ჩვენ ვითხოვთ, ჩატარდეს ყველა დონის არჩევნები. აირჩეს ახლიდან პოლიტიკური სამდივნო, პოლიტიკური საბჭო და რაც ყველაზე მთავარია ჩატარდეს თავმჯდომარის ახალი არჩევნები, იმიტომ რომ ვფიქრობთ, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს უნდა ჰქონდეს ასობით ათასი მისი გულმხურვალე, მებრძოლი, ერთგული და პატრიოტი ამომრჩევლების ლეგიტიმაცია ,რათა ახალი ენერგიით, ახალი გეგმით, ახალი ბრძოლისუნარიანობით ვიბრძოლოთ ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის” - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

ნადირაძე აცხადებს, რომ მან იცის მისი “ასობით კოლეგის აზრი ამ საკითხთან მიმართებით " და ახლა საჭიროა, რომ ამ ადამიანებმა საკუთარი აზრი ღიად დააფიქსირონ.

მისი თქმით, პარტიის ნაწილი მიიჩნევს რომ შიდა არჩევნები მნიშვნელოვანია, რადგან ოლიგარქის წინააღმდეგ და ასევე მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას გათავისუფლებისთვის ბრძოლაში ახალი ძალებით, ენერგიით, ენთუზიაზმით ბრძოლაა საჭირო.

 
 
 

close დახურვა