შვიდი ათასი ლარი გირაო და საზღვრის კვეთის აკრძალვა - ეს გადაწყვეტილება გამოიტანა მოსამართლემ რუსეთის მოქალაქის მიმართ, რომელმაც ფორმულას ჟურნალისტს დავით ქურდაძეს განზრახ დააჯახა ავტომანქანა. პროკურატურამ პატიმრობა არ მოითხოვა, სასამართლოში 10 ათასლარიანი გირაოს მოთხოვნით შევიდა. რუსეთის მოქალაქე საქართველოში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ჩამოვიდა. ტელეკომპანია ფორმულასთან დაკავშირებული შემთხვევა ნოემბრის დასაწყისში მოხდა. საქმეს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებდა. რუსეთის მოქალაქე მხოლოდ გუშინ, 20 დეკემბერს დააკავეს. ბრალდებულმა ფორმულას ჯგუფის მიმართ აგრესია ჟურნალისტის სამსახურებრივი მოვალეობის დროს გამოხატა შეკითხვის საპასუხოდ. შაბათის ფორმულა რეპორტაჟი ამზადებდა, თუ რა სქემით მოძრაობს რუსული ფული საქართველოში.
7 ათასი ლარი გირაო და საზღვრის კვეთის აკრძალვა - მოსამართლის გადაწყვეტილება
21 დეკ 202219:55
3 წუთის საკითხავი