უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მიუნხენის ბაიერნმა კატალონიის ბარსელონა 8-2 დაამარცხა და ტურნირის ნახევარფინალში გავიდა.
ბარსელონას კარში 2 გოლი ფილიპე კოუტინიომ გაიტანა, 2 თომას მიულერმა, 1 ჯოშუა კიმიხმა, 1 სერჟ გნაბრიმ, 1 რობერტ ლევანდოვსკიმ და ერთიც ივან პერიშიჩმა.
კატალონიელთა მხრიდან თავი ლუის სუარესმა გამოიჩინა. ერთი გოლი კი ბაიერნის მცველმა დავიდ ალაბამ საკუთარ კარში გაიტანა.
ბაიერნი ნახევარფინალში მანჩესტერ სიტისა და ლიონს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს პსჟ და ლაიფციგი დაუპირისპირდებიან.